logo
ENG



ამერიკელი გენერალი: მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია

27 დეკ 202213:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/hl4h7u64fo1nnda.jpg

აშშ-ს სახმელეთოს ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის, მარკ ჰერტლინგის განცხადებით, მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია.

"შობის ღამეს პუტინი ამბობს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. რუს სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროსთან "მოლაპარაკების" შემდეგ, გაკვეთილი ვისწავლე: რუსი ოფიციალური პირები წვრილმანებზეც კი არ თანხმდებიან... არ მოითხოვენ. ან იტყუებიან, ან უარს ამბობენ თანხმობაზე", - თქვა აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი უკვე გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკება და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის და ცდილობს გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან უკრაინაში გაჭიანურებული ომის გამო.


close დახურვა