logo
ENG



ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

19 თებ 202316:38
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

საელჩოს ცნობით, ისინი 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის  შემდეგ საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. 

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში. ის სენატში უძღვება  ორპარტიული კანონმდებლობის შემუშავების  პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

სენატორი დიკ დურბინი კი რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრია.


close დახურვა