ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, რომელიც დღეს ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგება.
"მარკო რუბიომ შემატყობინა, რომ ნიკოლას მადურო დაპატიმრებულია აშშ-ის პერსონალის მიერ, რათა ის წარსდგეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის ბრალდებით", - წერს სენატორი.
ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
