ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლეში გამართული მიღება, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ცინიკურად საუბრობს, ამერიკელმა იუმორისტებმა გააცოცხლეს.
იუმორისტულ სკეტჩში ჯასტინ ტრუდოს როლი ჯიმი ფალონმა მოირგო. პოლ რადმა მაკრონი, ხოლო ჯეიმს ქორდენმა ბორის ჯონსონი განასახიერა. ტრამპის როლის შესრულება ტრადიციულად ალეკ ბოლდუინს მოუწია. ანგელა მერკელის როლი კი მაკკინონმა ითამაშა. გმირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი მათთან ერთად მაგიდაზე არ დამჯდარიყო.