logo
ENG



ამერიკელმა სენატორებმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები გამართეს

03 ივნ 202120:52
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალური შეხვედრები გამართეს. სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. კიდევ ერთი მთავარი საკითხი არჩევნები და საარჩევნო რეფორმა იყო. გარდა ამისა, მმართველ გუნდთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის აღსრულებას. 

საქართველოში მიმდინარე პროცესების გაცნობა ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს. ზემო ნიქოზი იყო პირველი ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულეს და რუსული აგრესიის შედეგები ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ნახეს.


close დახურვა