კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცხოვრების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საზოგადოებას შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტებმა, მსახიობებმა და ცნობილმა სახეებმა.
საქველმოქმედო ონლაინაქციას ოპრა უინფრი უძღვებოდა და მასში მონაწილეობა 200-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ჯულია რობერტსი.
24-საათიანი აქციის მიზანი კარანტინში მყოფი რიგითი ადამიანების მხარდაჭერა იყო.