ამერიკის ელჩის რეზონანსული და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი თარგამაძის ფორმულას - უკვე გახდა ორმაგი ინტერპრეტაციის საფუძველი. მმართველ გუნდს დიპლომატის იმ გზავნილების გაგება არ სურს, რომელიც არჩევნებზე გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს, მრავალპარტიული პარლმანეტის აუცილებლობას და დემოკრატიულ პროცესებში ოპონენტების ჩართულობას ეხება. ქართული ოცნება მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობისკენ იშვერს ხელს.