logo
ENG



ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეცვალა

16 ივნ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეცვალა. 28 თებერვლის ნაცვლად ყველაზე წარმატებულ ფილმებს, რეჟისორებს და მსახიობებს მომავალი წლის 25 აპრილს გამოავლენენ.

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით კინოთეატრები მარტიდან დაკეტილია, შეჩერდა კინოწარმოებაც. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ახალი თარიღის დასახლების შემდეგ შეიცვლება სხვა კინოდაჯილდოებების განრიგიც. მათ შორის ოქროს გლობუსის ჩატარების თარიღიც. 


close დახურვა