ამერიკის კინოაკადემიის 2020 წლის სატელევიზო რეიტინგებმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. შეერთებული შტატების მასშტაბით, მთავარი კინომოვლენის 92-ე ცერემონიას 24 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს.
„ოსკარებს“ გასულ წელს თითქმის 30 მილიონი ადამიანი უყურებდა ტელევიზორის მეშვეობით. დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური ღონისძიება, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ყურებადია დაჯილდოების ცერემონიებს შორის.