logo
ENG



ამერიკის საელჩო: თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ, ძალადობა არავის არგებს

17 თებ 202123:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/yszywf93ln4frvi.jpg

ამერიკის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.


close დახურვა