logo
ENG



ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა

14 აგვ 202221:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/14/tb2vceoyudi5xpb.png

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა. დელეგაცია, რომელსაც სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს ტაიპეიში 2 დღით დარჩება. დელეგაციის წევრები შეხვედრას ტაივანის პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავენ.

საგანგებო განცხადება ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და შეერთებულ შტატებს კორექტული ქმედებებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტაივანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც იყო ჩასული.

5 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა, ხოლო 4 აგვისტოს სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან. ამერიკა თავის მხრივ ამბობს, რომ ჩინეთს ტაივანის იზოლირებას საშუალებას არ მისცემს.


close დახურვა