ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი კრიტიკული პასაჟებით. ჯო ბაიდენმა სალომე ზურაბიშვილს მისწერა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ლიდერი იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბაიდენი კრემლის სტილის კანონს ახსენებს. მთავრობას გზავნილებს კი ტყუილს უწოდებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი მხარდაჭერას უდასტურებს ქართველ ხალხს. ბაიდენის წერილამდე საქართველოს პრეზიდენტმა ივანიშვილის მთავრობა ღალატში დაადანაშაულა, რადგან ოლიგარქის პოლიტიკის გამო ქვეყანამ მილიონობით დახმარებას კარგავს. ბაიდენის წერილი წინ უძღოდა საქართველოში სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტს. ქეთი ნადიბაიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
ამერიკული გზავნილები და მაღალი რანგის სტუმრები
09 აგვ 202419:54
3 წუთის საკითხავი