logo
ENG



ამირან გამყრელიძე: დარჩით სახლში

12 ოქტ 202011:49
3 წუთის საკითხავი
clock 8421
ამირან გამყრელიძე: დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში. 

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს. 

"საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში მისვლა, დისტანციურად შეიძლება მუშაობა, ანუ მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და ასევე ის მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე, კვლავ ძალაში უნდა იყოს, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა