logo
ENG



ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ

24 იან 202121:07
3 წუთის საკითხავი
 
ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია მარტში დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ პალიტრას გადაცემაში პოლიტ-ქალაქი განაცხადა. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვაქს ვაქცინის 1 400 000 დოზა საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა გათვლილი. 

"ეს პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა ასტრაზენეკასი, არამედ ვთქვათ ფაიზერის სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ", - განაცხადა გამყრელიძემ. 


close დახურვა