logo
ENG



ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

03 მარ 202019:01
3 წუთის საკითხავი
 
lz92dab1b6in469.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულის ბანკნოტებია.

გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, ანგარიშსწორებები ელექტრონულად განახორციელონ, ბანკებს კი, მოუწოდებს, ფილიალებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ.

„მე მინდა მოვუწოდო ბანკებს, რომლებიც ე.წ. ქეშით არიგებენ პენსიებს, განსაკუთრებით მოსახლეობას, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად იყოს ელექტრონული. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ელექტრონულად ხდება. იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფულის გამოყენება, სასურველია მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები. მინდა მივმართო ბანკებს, მათ არ უჭირთ, აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები. ეს აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ ფულთან შეხება, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით სამი მოქალაქეა ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.


close დახურვა