logo
ENG



ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი

08 სექ 202021:16
3 წუთის საკითხავი
 
62g1ccq01dxsy14.png

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი ინფიცირების ამდენი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.

როგორც მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში განმარტა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ ისწავლა და ინფექციას ეფექტურად მართავს.

"მაშინ გახლდათ პანდემიის ახალი დასაწყისი და ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები იყო ამ ტიპის - ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები, ახლა, ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემიაა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ - გავაფართოვეთ კონტაქტების კვლევა, გავაფართოვეთ PCR ტესტირება, თუ მარტში დღეში 100-150 PCR ტესტს ვაკეთებდით, დღეს ვაკეთებთ 6-დან 7 000-მდე კვლევას, ამას ემატება კიდევ ყოველდღიურად 1 500-მდე სწრაფი ტესტი, ანუ ვცდილობთ, არც ერთი ინფიცირებული არ გაგვეპაროს, ანუ მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება", - განმარტა გამყრელიძემ.

დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 45 შემთხვევა გამოვლინდა. 45 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი აჭარას უკავშირდება. 


close დახურვა