პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენალურ სხდომაზე ერთმანეთს ირმა ინაშვილი და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება არჩევნების შედეგებზე აუბრისას მოხდა. ინაშვილის თქმით "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს არჩევნების მოსაგებად.
„ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ თურმე "ქართული ოცნება" აიღბს 60 პროცენტს და ალბათ 80%, 95%-ს და რატომ არა 100%-ს? თქვენ ხომ არავინ არ გჭირდებათ საერთოდ, და აიღეთ 100% პირდაპირ დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს. ეს არის აბსურდული განცხადებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თქვენ მიზანმიმართულად გამოდიხართ და ლაპარაკობთ როცა გაქვთ სულ რაღაც 12-15%, მეტი არა,“-განაცხადა ინაშვილმა.
მდინარაძემ ინაშვილის ამ განცხადებებს "ტყუილი" უწოდა და განაცხადა, რომ ის "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" საერთო მესიჯს ავრცელებს.
„რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხალხი მოისყიდეთ დააშინეთ, ხალხი არ ლაპარაკობს ამას, ლაპარაკობთ მარტო თქვენ და როდესაც "ევროპულ საქართველოსთან" ერთად და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დაალაგებთ რაღაცა საერთო მესიჯს, შეთანხმებით არა სპონტანურად, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით, საერთო მესიჯი გამოგდით მოსყიდვას ამბობთ თქვენც და ნაცებიც დაშინებას ამბობთ თქვენც და ნაცებიც და რაც არ უნდა გაბრაზდეთ არის სიმართლე,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში არჩევნების თემას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელიც. მისი თქმით, ლაგოდეხში არჩევნებზე ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდა პარტიის ხელმძღვანელები და სწორედ ამან განაპირობა ადგილზე არჩევნების მოგება.
„ქართული ოცნება" და ხელისუფლებას რომ 80%-იანი მხარდაჭერა აქვს ქვეყანაში ვფიქრობ, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და ეს არის მცდარი არჩევანი. ნუ შევადარებთ ერთ კონკრეტულ სოფელში არჩევნებს და მობილიზებას, რაც იქ იყო ხელისუფლების მხრიდან, რამდენჯერმე ითქვა, რომ ჩასულები იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა მოსალოდნელია ეს შედეგიც,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.