logo
ENG



ამსტერდამი-თბილისის რეისით საქართველოში კიდევ 180 მოქალაქე დაბრუნდა

16 მაი 202010:38
3 წუთის საკითხავი
 
f0kikqs4h9h3lty.jpg

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 თანამოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილინი იქნებიან სამჯერადი კვებით.

​კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3819 ადამიანია განთავსებული“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 419-ს შეადგენს


close დახურვა