გაუქმებული რეისებისა და უსახსრობის გამო ამსტერდამიდან და საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებენ.
საკონსულოში მათ ინფორმაციას ვერ აწვდიან. უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი საქართველოს საელჩომ სასტუმროში მოათავსა, თუმცა ადამიანები კვების პრობლემაზეც საუბრობენ.
მათი თქმით, სასტუმრო 6 აპრილამდეა დაჯავშნილი, მათ კი არ იციან რა იქნება ჯავშანის დასრულების შემდეგ.
"ბილეთების შეძენის საშუალება არ გვაქვს. უკვე ერთი თვეა უმუშევრები ვართ. სასტუმროში ვართ. საელჩომ გადმოგვიყვანა აქ. 6 რიცხვამდე გვაქვს დაჯავშნილები. ერთმანეთი გაგვყავს, მერე რა იქნება არ ვიცით", - ამბობს მიშიკო ხიმშიაშვილი.