logo
ENG



ანა დოლიძე: საკუთარი თავის თვითჩახერგვა არ ახსოვს საქართველოს ისტორიას

22 იან 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

„საკუთარი თავის თვითჩახერგვა არ ახსოვს საქართველოს ისტორიას,“ - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობესთან დაკავშირებით აკეთებს. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედება ქართველ საზოგადოებას საბჭოთა დროის ხელისუფლებიდან არ ახსოვს.

„ეს არის საჯარო სივრცის უპრეცედენტო ოკუპაცია. ასეთი ქმედება საბჭოთა დროის ხელისუფლებიდან არ გვახსოვს. საკუთარი თავის თვითჩახერგვა, რაც ხელისუფლებამ გააკეთა მართლა არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. არ მიკვირს ამათგან იმიტომ, რომ ესენი არც ისტორიას არ კითხულობენ და ზოგადად რას კითხულობენ არ ვიცი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები, გასართობი ატრაქციონების განთავსების მიზნით, 2019 წლის 30 დეკემბერს, მერიის თანამშრომლებმა გვიან ღამით აიღეს.


close დახურვა