logo
ENG



ანა დოლიძე:ჩემი გაწყვევა საბჭოდან იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი

05 ნოე 201907:51
3 წუთის საკითხავი
 
m6trobj65rxqf7f.png

ანა დოლიძე მის გაწვევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას ნონსენსად აფასებს. საბჭოს არამოსამართლე წევრი თვლის, რომ საკუთარი საქმიანობით ის კლანურ მმართველობას უშლის ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი თვლიან, რომ საბჭოს წევრის გაწვევა პრეზიდენტის კომპეტენციას სცდება და ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველიც გახდეს.

„ჩემი გაწვევა პრეზიდენტის მხრიდან იქნება არაკონსტიტუნციური და იქნება სამწუხარო, როგორც საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, როგორც კონსტიტუციური დარღვევის“,- აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძის გაწვევის საკითხს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძეც. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კლანური ინტერესები ამოძრავებს და სწორედ ამიტომ, ცდილობენ საბჭოდან გაიყვანონ ისეთი წევრები, რომლებიც მათი საქმის განხორციელებაში ხელს უშლიან.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამოძრავებს საკუთარი კლანური ინტერესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანონ ისეთი წევრები, რომლებიც აბრკოლებს მათ მიზნების განხორციელებაში, ხელს უშლის ისეთი საქმიანობის განხორციელებაში, რაც აქამდე იყო მათთვის დამახასიათებელი. საქართველოს პრეზიდენტს ვერ ექნება კომპეტენცია, რომელიც არ არის კონსტიტუციაში გაწერილი და ამ ლოგიკას ძალას სძენს ბოლო პრეცედენტები, როდესაც პარლამენტმა მსგავსი მოტივით შეცვალა კანონმდებლობიდან მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი“,-განაცხადა მშვენიერაძემ.

 


close დახურვა