logo
ENG



ანა დოლიძე სასამართლოს თემაზე ჩანიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს

11 დეკ 201913:12
3 წუთის საკითხავი
 
1c0jeliwun0dgsl.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტში 13 დეკემბერს დაგეგმილ საკომიტეტო სხდომაზე დასწრებასა და სიტყვით გამოსვლას ითხოვს. საუბარია სასამართლო თემაზე დანიშნულ სხდომაზე, სადაც უვადო მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა უნდა განიხილონ. ანა დოლიძის თქმით, მას როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, აქვს უფლება ამ მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს. 

"ვითხოვ კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და სიტყვით გამოსვლას, რათა ავხსნა რა სავალალო შედეგებს მოგვიტანს ამ სიის დამტკიცება. სამწუხაროდ პარლამენტში არ მიშვებენ და ჩემს წერილს წარმომადგენელი შეიტანს. ჩემი მიზანია, საბოლოოდ გავუგზავნოთ მკვეთრი გზავნილი პარლამენტარებს, რათა ეს სია ჩავარდეს",-აღნიშნა ანა დოლიძემ. 

მისივე თქმით, ხვალ დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფი საპროტესტო აქციის მოწყობასაც გეგმავს. აქცია უზენაეს სასამართლოსთან დაიწყება და მსვლელობით პარლამენტთან გაგრძელდება. 

"ჩვენს პროტესტს აქვს შედეგი, რადგან რომ არა ჩვენი ბრძოლა ეს თემა საერთოდ წყანარად და მშვიდად ჩაივლიდა. ეს ყველაფერი სახალხო ბრძოლის შედეგია და ნებისმიერი ადამიანი რომელიც იმ სიას გამოაკლდება, ასევე ხალხის გამარჯვება იქნება",-განმარტა დოლიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია უვადოდ დანიშვნის მოსამართლეთა კანდიდატების სია ჩავარდეს სრულად და ერთი პირიც არ აირჩეს, რადგან ყველა მათგანი მართულია. 

"ამ სიაში მყოფი ადამიანებს ერთი რამ აერთიანებს, ისინი არიან ხელისუფლების მორჩილი პირები. ამიტომ სია მთლიანად უნდა ჩავარდეს და ესაა ჩვენი მოთხოვნა",-ამბობს ანა დოლიძე.


close დახურვა