logo
ENG



ანა ნაცვლიშვილი ჯარს მიმართავს: თქვენ გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს დროებითია

11 დეკ 201910:52
3 წუთის საკითხავი
 
aguqdep9x59hc7l.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ ჯარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა საჯარო ბოდიში მოუხადოს ქართველ ჯარისკაცებს. „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, თავდაცვის მინისტრსაც მოუწოდებს ამ საკითხზე საჯარო განცხადება გააკეთოს. როგორც საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, ქვეყნის ამჟამინდელი მთავარსარდალი მოღალატეა.

„აქ მოვედით იმიტომ, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ჯარს და ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც მსახურობს და მსახურობდა ქართულ ჯარში. ვუთხრათ, რომ ქართული საზოგადოება მათ სამსახურს აფასებს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აფასებს. კულმინაციური იყო პრეზიდენტის მოღალატეობრივი განცხადება. ქართულ ჯარს გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, „ლელო“ თქვენ გევრდითაა, ქართული საზოგადოება თქვენს სამსახურს აფასებს. პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში და დაგვიანებული განცხადება უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა. მე მივმართავ ქართულ ჯარს - თქვენ გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს არის დროებითი, რასაც თქვენ ემსახურებით, არის მუდმივი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

განცხადება ანა ნაცვლიშვილმა, თანაგუნდელებთან ერთად სიმბოლურად გმირთა მოედანზე, ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ გააჩნია იარაღი და არც ექნება.

  


close დახურვა