logo
ENG



ანა სუბელიანი: შემთხვევით გადამირჩა თვალი, პოლიციამ არაფერი გააკეთა

08 ნოე 201920:26
3 წუთის საკითხავი
 
pwp88b43dq69qnw.jpg

 

კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავებული ანა სუბელიანი წერს, რომ პოლიციამ მის დასაცავად არაფერი გააკეთა.

სუბელიანი ამბობს, რომ მძიმე საგანი მიზანმიმართულად ესროლეს და თვალი შემთხვევით გადაურჩა.

“სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთად არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია-თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი,“- წერ სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.

 


close დახურვა