logo
ENG



ანა ჭარხალაშვილი: სისტემა არის მომპალი და უბიძგებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ

15 დეკ 201914:04
3 წუთის საკითხავი
 
tkt4o3ouemcf9k1.jpg

15 წლის მოზარდს დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა. ისინი პოლიციელების მხრიდან შესაძლო დანაშაულსა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოზარდს და აღვნიშნავთ იმას, რა ხარვეზებია სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელებმა აღკვეთონ კრიმინალი, პირიქით, უბიძგებენ ადამიანს თვითმკვლელობისკენ. სანამ სისტემა ძირეულად არ შეიცვლება, იქამდე ნებისმიერ ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან სისტემა არის მომპალი“, - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ანა ჭარხალაშვილი.

მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

რომელმაც თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 


close დახურვა