ანაკლია-განმუხურის ხიდის შუშები ჩაამსხვრიეს. შემთხვევა ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მინის 52 მოაჯირი.
ადგილობრივები ოდიშინიუსთან ვარაუდობენ, რომ მინები რკინის ან მეტალის ნივთითაა ჩამსხვრეული, რადგან მასალა სპეციფიკურია და მისი ხელით დაზიანება შეუძლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.