logo
ENG



ანაკლიის კონსორციუმმა, შესაძლოა, სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლოს

30 ოქტ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
mqxwxds0ucar8o2.png

ანაკლიის კონსორციუმმა, შესაძლოა, სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლოს.

ამის თაობაზე კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, სახელწიფომ არ უნდა დაუშვას ის, რომ პროექტის ირგვლივ საერთაშორისო იურიდიული დავა დაიწყოს.

„ჩვენ არ ვთვლით რომ ჩვენ რაიმე ვალდებულება ვერ შევასრულეთ, მე იმიტომ არ მინდა ამ პოლემიკაში შესვლა, იმათ ეს ქნეს და ჩვენ ეს ვქენით, ამაზე საუბარი არ არის დღეს მნიშვნელოვანი, დღეს საზოგადოებას აინტერესებს გაკეთდება თუ არა ეს პროექტი. თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები იძულებულები გახდებიან საკითხი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში გადაიყვანონ. სწორედ იქ გაეცემა პასუხი ვინ შეასრულა ვალდებულებები და ვინ არა,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც პროექტიდან გასულ ინვესტორს შეეხებოდა, ახვლედიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან გაჭიანურდა „კონტის“ წილების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

„კონტმა“, მოლაპარაკების შედეგად გადაწყვიტა პროექტიდან გასვლა, ამაზე ჩვენ ზაფხულში მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას მათი აქციების გამოსყიდვაზე, რომლის ფორმალობებიც 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. ეს ფორმალობები გაიწელა, რადგან ვერ მოხერხდა მთავრობის ნებართვის აღება „კონტის“ წილების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ „კონტს“ გაგვეგრძელებინა ვადა, თუმცა მათ უარი თქვეს,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობას უსმენს.  

 

 


close დახურვა