logo
ENG



ანალიტიკოსი: მთავრობამ უნივერსალური გეგმა არ აირჩია, რომ დახმარება ყველაზე გავრცელებულიყო

05 მაი 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკურ გეგმაში გართულებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შემუშავებული გეგმით გარკვეული ჯგუფები დახმარების გარეშე რჩებიან. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ანტიკრიზისულ გეგმაში შესწორებები შეიტანოს.

„მთავრობამ უნივერსალური გეგმა არ აირჩია, რომ დახმარება გავრცელებულიყო ყველაზე და მთავრობის გადაწყვეტილებით ეს კონკრეტულ ჯგუფებს შეეხო, რომელიც მათ განსაზღვრეს. აუცილებელია, რომ გეგმაში შევიდეს შესწორებები ან ახალი გეგმის წარდგენით მოახერხოს მთავრობამ, რომ მაქსიმალურად დაფაროს ყველზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფები.

როდესაც ჩვენ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ვთავაზობთ თვითდასაქმებულს, ხოლო დაქირავებით დასაქმებულის შემთხვევაში 200 ლარიანი დახმარება 6 თვეზე არის გადანაწილებული ეს დისბალანსს გვაძლევს“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანალიტიკოსმა ლაზარე ჯიბლაძემ.

 


close დახურვა