logo
ENG



ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი: არჩევნებამდე ტროლ-გვერდების გაუქმება კიდევ მოხდება

25 იან 202023:19
3 წუთის საკითხავი
 

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ეთო ბუზიაშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" სოციალურ ქსელში გაუქმებულ გვერდებზე ისაუბრა.

მისი თქმით, Facebook-ზე გვერდები ბევრ ქვეყანაში გაუქმებულა, თუმცა იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუქმებული გვერდების მიღმა მთავრობა ყოფილიყო. ბუზიაშვილის განმარტებით, ესეთი შემთხვევები ძირითადად არადემოკრატიულ ქვეყნებში ყოფილა.

ასევე მკვლევარი ამბობს, რომ Facebook-ი და ატლანტიკური საბჭო აქტიურად გააგრძელებს სოციალურ ქსელში არსებული ვითარების დაკვირვებას.

​„ფეისბუკს გაუუქმებია აქამდე გვერდები ბევრ ქვეყანაში, თუმცა აფილირება მთავრობასთან ძალიან შეზღუდულ შემთხვევებში მომხდარა. როდესაც ფეისბუკმა თქვა, რომ კონკრეტული გვერდების უკან იდგნენ მთავრობები, მსგავსი შემთხვევები მოხდა რუსეთში, ირანში, არადემოკრატიული ქვეყნებში და აქ მოხვდა საქართველოც, სადაც ფეისბუკმა ნათლად განაცხადა, რომ გვერდები, რომლებიც ცდილობდნენ ხალხით მანიპულაციასა და მათ შეცდომაში შეყვანას, დაკავშირებული იყვნენ საქართველოს მთავრობასთან... ცხადია ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ეს 400 გვერდი უბრალოდ წარმოადგენს რაღაც ნაწილს იმ ქსელისა, რომელიც მოქმედებს ქართული საზოგადოების მანიპულაციისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით. საარჩევნო წელი მოდის, შესაბამისად ფეისბუკი და ატლანტიკური საბჭო ძალიან სერიოზულად აპირებს მსგავს შემთხვევებს დააკვირდეს და არჩევნებამდე გვერდების გაუქმებები მოხდება“,-განაცხადა ეთო ბუზიაშვილმა.

 


close დახურვა