ვარკეთილში, ანას ბაღთან აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები ადგილზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ანას ბაღის დამცველებმა მშენებლობის ირგვლივ, კედლებზე წარწერები გააკეთეს. ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ კომპანია მშენებლობას კანონის დაცვით აწარმოებს, აქვს გეოლოგიური დასკვნაც და სხვა კორპუსებს საფრთხეს არ უქმნის.
ანას ბაღში ისევ საპროტესტო აქციაა
01 თებ 202016:58
3 წუთის საკითხავი