logo
ENG



ანასტასია გუბანოვა მოსკოვის ფესტივალის აფიშაზე აღარაა

10 თებ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/g4u4kkvf0wt7f39.jpg

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე, ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილი ფესტივალის აფიშაზე აღარაა.

ფესტივალი "შეყვარებულები ფიგურულ სრიალში" 14 თებერვალს ცსკა-არენაზე გაიმართება. ЦСКА, იგივე არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის ჩამოყალიბებული.

8 თებერვალს ფესტივალის აფიშაზე აღნიშნული იყო, რომ მაყურებელი ღონისძიებაზე რუსეთისა და მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს იხილავს. სპორტსმენების ჩამონათვალს შორის იყო გუბანოვაც. მანამდე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენის მონაწილეობდა წერდა რუსული სახელმწიფო მედიაც. 

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. 29 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მან საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა. ის ოჯახთა რუსეთში ცხოვრობს და იქ ვარჯიშობს. 

ფიგურული ციგურაობის ფედერაცია გუბანოვას მონაწილეობას მოსკოვის ფესტივალში სიცრუეს უწოდებდა.


close დახურვა