ანგარიშსწორება დაჩქარებული წესით. ქართული ოცნება აღარც მალავს, რომ კანონის შეცვლას ჩქარობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს მალევე უჩივლოს. საკითხი უკვე ინიცირებულია. ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც სამოქალაქო სექტორის და არც ოპოზიციის აზრი. ახლა საინტერესო ისაა, დაადებს თუ არა ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ვეტოს თავად სალომე ზურაბიშვილი. ეს დემონსტრაციული ჟესტი იქნება, თორემ ტექნიკურად ოცნებას ვეტოს დაძლევაც შეუძლია. რატომ ცვლის კანონს მმართველი პარტია, - ამაზე ნათელია პასუხი ყველასთვის. "საქართველო, თავის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერის გამო უჩივის" - სტატიას ამ სათაურით, გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.
ანგარიშსწორება დაჩქარებული წესით
22 მარ 202220:47
3 წუთის საკითხავი