გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს, - ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მერკელის კარანტინში გადაყვანის აუცილებლობა მას სემდეგ დადგა, რაც დადგინდა, რომ ექიმი, რომელთანაც გერმანიის კანცლერს ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსით არის ინფიცირებული.
კანცლერის პრესსპიკერის სტეფან საიბერტის განცხადებით, კანცლერი კარანტინში, საკუთარ რეზიდენციაში იქნება, თუმცა მუშაობას მაინც გააგრძელებს.
გარდა ამისა, გერმანიაში 2 ადამიანზე მეტის შეკრებვა აიკრძალა.