logo
ENG



ანგელა მერკელი კორონავირუსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად აფასებს​

23 აპრ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ანგელა მერკელი კორონავირუსს დემოკრატიისა და ევროპის ერთიანობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად აფასებს. განცხადება გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მერკელის თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა და მსოფლიოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა დიდხანს მოუწევს. კანცლერის შეფასებით, ამ დროისთვის შეუძლებელია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების მასშტაბის გათვლა.

დღის ბოლოს ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების ვიდეო-კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც 540 მილიარდიანი დახმარების პაკეტი უნდა დაამტკიცონ. ოფიციალური ბერლინი მზადაა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში უფრო მეტი კონტრიბუცია შეიტანოს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი გერმანიაში 5 ათას 300-მდე გაიზარდა, 22 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათში კიდევ 440 პაციენტი დაიღუპა.

​თვითიზოლაციაში იმყოფება ფინეთის პრემიერ-მინისტრიც, რადგან მისი ადმინისტრაციის თანამშრომელს ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. 


close დახურვა