logo
ENG



ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს

25 იან 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება.

გუშინ, 24 ინვარს ანდრი კასინოავმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს, რასაც ქართულ ოცნებაში კრიტიკა მოყვა.

დღეს კასიანოვი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ამ თემაზე და თქვა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს .

"ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად. მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში"- თქვა კასიანოვმა ფორმულასთან საუბრისას.


close დახურვა