მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ანდრია სარიას წინამძღვრის სტატუსი შეუჩერდა და ეპარქიის გარეთ დარჩა.
გადაწყვეტილება, ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე გრიგოლ კაციამ და სინოდალური კომისიის წევრებმა მიიღეს. სასულიერო პირის თქმით, მიზეზი დაუმორჩილებლობა და ცილისწამება სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირი მამა ანდრია სარიამ დღეს საპატრიარქოში შეხვედრა გამართა. ანდრია სარიას განცხადებით ის საპატრიარქოში ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მღვდელმთავარმა მეუფე გრიგოლ კაციამ დაიბარა.