logo
ENG



ანდრიუს კუბილიუსი: დიალოგი და კომპრომისი, დემოკრატიის არსს წარმოადგენს

09 დეკ 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
r9hobi6uzdv9rhf.jpg

„ახალმა დემოკრატიამ უნდა ისწავლოს ერთი რამ, მთავრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ წააგოს არჩევნები. ეს არ არის შენთვის ბედნიერი წუთები, მაგრამ ის უნდა მიიღო“, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის ბედნიერი წუთები, მაგრამ უნდა მიიღო.

„ასოცირების შეთანხმება უნდა შესრულდეს. ამის გარდა არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც მკაფიო სიგნალია იმისთვის, რათა ქვეყნებმა განაგრძონ სვლა მომავლისკენ. ჩვენ ვერ დავივიწყებთ მნიშვნელოვან პრინციპებს, დემოკრატიას, დემოკრატიულ განვითარებას. ახალმა დემოკრატიამ უნდა ისწავლოს ერთი რამ, როგორც მთავრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ წააგოს არჩევნები. ეს არ არის შენთვის ბედნიერი წუთები, მაგრამ ის უნდა მიიღო. დიალოგი და კომპრომისი, დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგად უნდა გვესმოდეს საითკენ მივდივართ. თქვენი წარმატება და წარუმატებლობაც, ჩვენი წარმატება და წარუმატებლობაა“, - განაცხადა კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ბილტმორში, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლებას ევროპარლამენტარებთან, შეუსრულებელი დაპირებების გამო ახსნა განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც დღის ბოლოს ასამბლეამ უნდა მიიღოს. საუბარია 4 რეზოლუციასა და 2 საგანგებო დოკუმენტზე.


close დახურვა