logo
ENG



ანზორ ბიწაძე: ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის შესახებ დეკლარაციაზე შეთანხმდა

10 აგვ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
1p1h5eha5yinhlz.png

პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა ანზორ ბიწაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის დეკლარაციას მოაწერს ხელს. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

"ოპოზიცია არის შეთანხმებული ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მე ვიტყოდი ისეთივე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც იყო საკონსტიტუციო რეფორმის მიღწევა. ეს არის დეკლარაციაზე ხელმოწერა და შემდეგ ამ დეკლარაციის ქვეშ მექანიზმების შემუშავება, თუ როგორ უნდა დაიცვას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთის ხმები. ეს შეთანხმება მიღწეულია, ეს შედგება. შემდეგ მოხდება ამის სისტემაში მოყვანა, გამოცდილი ოპოზიციური ლიდერები სისტემურად გამოიყენებენ ამ მექანიზმს", - თქვა ბიწაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღებული შეთანხმების შედეგად, წელს არჩევნები ახალი, 120/30 სისტემით ჩატარდება. ახალი კონსტიტუციით, პარლამენტში 120 დეპუტატი შევა პარტიული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარულად.


close დახურვა