პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 110/40-ზე მაჟორიტარების გადანაწილება ოპოზიციისთვის მისაღები არ არის და გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, მმართველი გუნდის სურვილზეა დამოკიდებული.
„ხელისუფლებისთვის ნათელია ოპოზიციის განწყობა 110/40-ზე პროპორციასთან დაკავშირებით, ის 40%-იან პრინციპს ნათლად არ ასახავს, რომელზეც შეთანხმება იყო. შედეგება თუ არა მეხუთე რაუნდი, ეს მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, ისინი დათმობებზე უნდა წამოვიდნენ“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავას „ფეისბუკ“ პოსტთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ უგულავას მიმართვით პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.
„გიგი უგულავას დღევანდელი განცხადება იყო ჭკვიანი პოლიტიკური ლიდერის განცხადება. მან კიდევ ერთხელ განაიარაღა ხელისუფლება ამ განცხადებით და ახლა შარზე თუ არ არის მმართველი გუნდი, მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა. წარმოუდგენელია რაღა უნდა თქვას ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ საერთშორისო თანამეგობრობასთან. გიგი უგულავას ამ განცხადებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა მაქსიმალურად პროპორციული არჩევნების მიღწევას თუ ოდნავი გონიერება მაინც შერჩენია ჩვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
საქმე ეხება უგულავას ფეისბუქ მიმართვას, სადაც ის წერს, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაზე.