logo
ENG



ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

24 ოქტ 202408:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/24/wk1r7cdz8uypjvv.jpg

ანკარის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც - კლინიკაში სულ 22 ადამიანია გადაყვანილი.

ტერაქტი თურქეთში გუშინ, Turkish Aerospace Industries საწარმოში მოხდა - ხსენებული კომპანია სამხედრო ტექნიკას, ასევე თვითმფრინავებს აწარმოებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები დგანან. ოფიციალური ანკარა მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.


close დახურვა