logo
ENG



ანრი ოხანაშვილი: მმართველი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციისთვის მზად არის

19 თებ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციისთვის მზად არის. როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.

„ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას კომუნიკაციისთვის, დიალოგისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, „გირჩის“ გარდა, სხვა პარტიებთანაც გაიმართა თუ არა ინდივიდუალური შეხვედრა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„ვერ გეტყვით, ის ინფორმაცია რაც თქვენთვის ცნობილია, შეგიძლიათ კითხოთ იმ პირებს, ვისზეც საუბარია. მე შემიძლია და მაქვს უფლება, გარკვეულ საკითხზე გითხრათ ინფორმაცია, რომელიც მიზაშეწონილია, რომ იცოდეთ და საჯაროა, ასევე არის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, რომ გასაჯაროვდეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი შესაბამის დროს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის მიერ პარტიებისთვის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შეთავაზების შემდეგ, პირველი კომუნიკაცია პარტია „გირჩთან“ შედგა.

 


close დახურვა