ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მასობრივი ტესტირებისკენ მოუწოდა. მანვე განმარტა, რომ სწრაფ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი უფასო იქნებოდა და მოქალაქეები ექიმის დანიშნულების გარეშე ჩაიტარებდნენ, თუმცა ფორმულამ კლინიკების ნაწილი გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტესტის გაკეთება, მხოლოდ სიმპტომების მქონე პაციენტებს შეეძლებათ და ისიც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. გამყრელიძემ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება დღეს განმარტა, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ უფასო ტესტირება მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ანტიგენზე დამყარებული ტესტი და ამირან გამყრელიძის განმარტება
04 დეკ 202021:02
3 წუთის საკითხავი