ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები მკაცრად აკრიტიკებენ ივანიშვილის კონტროლირებული სამსახურის რეპრესიულ მეთოდებს. ამერიკელი კანონმდებლები ეხმაურებიან ანტიკორუფციული ბიუროს ზეწოლის ბერკეტად გამოყენების ფაქტს. ლაპარაკია პრემიერს დაქვემდებარებული სტრუქტურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე - სამოქალაქო სექტორი ჯერ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადეს, ახლა ფინანსურ ანგარიშებს სთხოვენ.
ანტიკორუფციული ბიურო - პოლიტიკური დევნის იარაღი
25 სექ 202420:04
3 წუთის საკითხავი