logo
ENG



ანტიკორუფციულის ცნობით, ბათუმში სანქცირებული ნავთობით დატვირთული რუსული გემი შემოვიდა

04 სექ 202214:54
3 წუთის საკითხავი
 
Mario Pappas / Marine Traffic

ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ ბათუმში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული.

მოძრაობის ცნობით, ტანკერი PLANEO რამდენიმე საათია რაც ბათუმში შევიდა, ის კვიპროსიდან, ვასილიკოს პორტიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ხოზრევანიძე აცხადებს, რომ  სავარაუდოდ, გაყალბდება ბათუმში შემოტანილი სანქცირებული ნავთობის სერტიფიკატი, რის შემდეგაც რუსულ ნავთობს ექსპორტზე არასანქცირებულ პროდუქტად გაიტანენ.

მოძრაობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველდღიურობად აქცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ტვირთის შემოსვლა. ამჯერად ბათუმის პორტში შემოსულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც განთავსებულია რუსული სანქცირებული ნავთობი. დიდი ალბათობით შემდეგ მოხდება სანქცირებულ ნავთობზე სერტიფიკატის გაყალბება და აღნიშნული ტვირთი უკვე ექსპორტზე გავა როგორც არასანქცირებული ტვირთი და ამით მოსალოდნელია, რომ გასქელდება ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ჯიბეები “ - აცხადებს ხოზრევანიძე.

 

close დახურვა