logo
ENG



ანტიკრიზისული გეგმა დღეს იქნება თუ ხვალ, ამაზე მსჯელობა არასერიოზულია - ზურაბიშვილი

22 აპრ 202015:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმაზე დავა, თუ როდის იქნება მზად ანტიკრიზისული გეგმა, არასერიოზულია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმაზე კამათი, დღეს ექნებოდა მთავრობას გეგმა თუ პარასკევს, ამ ეტაპზე არ არის რელევანტური.

„რაც ეხება ანტიკრიზისულ გეგმას - პოსტკრიზისულზე ვერ ვისაუბრებთ, ამაზე მთელი მსოფლიო მსჯელობს და არავის აქვს. მოლოდინი მაქვს, რომ ანტიკრიზისული გეგმა იქნება სათანადო და უპასუხებს რთულ მდგომარეობას. ეს არის ჩვენი ყველას მოლოდინი. კამათი იმაზე, დღეს იქნება თუ ორ დღეში, არასერიოზულია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე შეეხო შეზღუდვების სიმკაცრეს და განაცხადა, რომ საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობა ზომიერია და არავის ჩაგვრის საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ამაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია.

„არავინ არ დაიჯეროს, რომ საგანგებო მდგომარეობა რის ყველაზე მძიმე - პირიქით, არსებულ ვარიანტებს შორის არის ყველაზე ზომიერი. კარანტინი იქნა გამოყენებული არასწორად - კარანტინი ვრცელდება მხოლოდ იქ, სადაც საჭირო იყო და არა მთელ ქვეყანაზე. კომენდანტის საათი არ არის ადამიანების დაჩაგვრის ფორმა - მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, თითქოს იჩაგრებიან, არასწორია. ყველამ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა. რაც უფრო კარგად შევინარჩუნებთ ამ ზომებს, უფრო მალე მოიხსნება. უნდა მოვითმინოთ, რომ არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ზომების გამოყენება. ვიყოთ გონივრულები", - აცხადებს ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ მედიის საშუალებით გაეცნონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყოველთვის ინფორმირებულია.

„რადგანაც დაისვა შეურაცხმყოფელი კითხვა, თუ რამდენადაა ინფორმირებული პრეზიდენტი, სანამ ხელს მოაწერს პრემიერის მოთხოვნას - მინდა დაგიდასტუროთ, რომ ინფორმირებულია, ჩემი ადმინისტრაცია მონაწილეობს საკოორდინაციო საბჭოში და გვაქვს ყველა ინფორმაცია. შეგიძლიათ, მიიღოთ სრული ინფორმაცია მედიისგან, განსაკუთრებით პირველი არხისგან, რა ხდება და რა მდგომარეობაა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 


close დახურვა