ერაყში რამდენიმეკვირიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადილ აბდულ-მაჰდი თანამდებობას ტოვებს. სატელევიზიო მიმართვაში ერაყის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის თანახმაა ახალი საარჩევნო კანონისა და კომისიის დამტკიცების შემდეგ ვადამდელი არჩევნები გამართოს.
ერაყში არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 200 ადამიანს გადააჭარბა. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. მიზეზი მოსახლეობის უმუშევრობა და საჯარო უწყებებში კორუფციაა. მასშტაბური დემონსტრაციების ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო.