logo
ENG



ანტისამთავრობო აქციებს ერაყში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 ოქტ 201916:01
3 წუთის საკითხავი
 
z0ilwis97x0yj9l.jpg

განახლებულ ანტისამთავრობო აქციებს ერაყში ახალი მსხვერპლი მოჰყვა. კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა დღეს ბაღდადში სამთავრობო შენობების მიმართულებით მსვლელობის მოწყობა სცადეს. პოლიციამ მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სამართალდამცველებმა ჰაერშიც გაისროლეს.

შეტაკების შედეგად ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს სახეში ცრემლსადენი აირის ბალონი მოხვდა. რამდენიმე კვირის წინ სამართალდამცველებთან შეტაკებებს ერაყში 149 ადამიანი ემსხვერპლა.   


close დახურვა