პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, აპარატის თანამშრომელს თანხმობის გარეშე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალება.
ბრძანების თანახმად, ცვლილებები პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება.
"მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე", - ვკითხულობთ განკარგულებაში.
ბრძანების თანახმად, ის ძალაში საჯაროდ გამოცხადების დღიდან შევა.