logo
ENG



აპატურაი: აუცილებელია, პოლიტიკურმა პროცესმა იფუნქციონიროს

02 ივლ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი პარლამენტში შეხვედრაზე მივიდა. 

ის კახა კუჭავას შეხვდება. შეხვედრის დაწყებამდე მან თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს. 

"ყველამ ნახეთ, როგორ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით NATO-ს ქვეყნები, კერძოდ, აშშ. ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი მუშაობს საქართველოში, პოლარიზაცია მცირდება და პარლამენტი და მთავრობა ფუნქციონირებს. 

ძალიან გვიხარია, რომ ტარდება ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილი რეფორმები, რომელსაც პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა. ასევე, გვიხარია, რომ მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. ვიცი, რომ აშშ-ის ელჩი აქტიურია ამ მიმართულებით. მთავარია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. 

ეს, პირველ რიგში, კარგია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ სჭირდებათ რეფორმები. ასევე, ნატოსთვის - რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოს, საქართველო შევიდეს ნატოში. აუცილებელია, პოლიტიკურმა პროცესმა იფუნქციონიროს. ჩვენ ვხედავთ პროგრესს ამ მიმართულებით". - -თქვა ჯეიმს აპატურაიმ. 

კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ აპატურაი შეხვდება პრემიერმინისტრს და პრეზიდენტსაც. 

მანამდე კი შეხვდა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში ნატოს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო


close დახურვა