აპლიკაცია ტელეგრამმა, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინაში კონფლიქტის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტოს. ამის შესახებ ტელეგრამის დამფუძნებელმა. პაველ დუროვმა განაცხადა.
დამფუძნებელმა პლატფორმის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ამ ეტაპზე აპლიკაცია ომთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით დაუდასტურებელი ინფორმაციის წყარო ხდება. დუროვის თქმით, აპლიკაციის ადმინისტრაციას არ შეუძლია ყველა ინფორმაციის ავთენტურობის შემოწმება.
ტელეგრამის დამფუძნებელი, პაველ დუროვი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთისა და უკრაინის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა საეჭვო იყოს.
"ჩვენ არ გვინდა რომ ტელეგრამი იმ ხელსაწყოდ იქცეს, რაც კონფლიქტს გაამწვავებს და ეთნიკური ნიშნით სიძულვილს ხელს შეუწყობს. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, კონფლიქტის განმავლობაში განვიხილავთ ტელეგრამის არხების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას ამ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში", - აცხადებს ტელეგრამის დამფუძნებელი.